„დიდი შანსია, რომ 2016 წლის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სერიოზული შედეგი აჩვენოს“

Image

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ვარაუდით, შეიძლება „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ დიდი შანსია, არჩევნებზე რეიტინგის ზრდის გარეშეც სერიოზული შედეგი აჩვენონ.

 

„ვიღაცეები ამბობენ: შეიძლება „ოცნების“ რეიტინგი ეცემა, მაგრამ „ნაციონალების“ რეიტინგს არაფერი ემატება, ამიტომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ზღაპარიაო.

 

მე მთლად ასე არ ვიტყოდი. ხელისუფლებაში შეიძლება ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ დიდი შანსია, არჩევნებზე რეიტინგის ზრდის გარეშეც სერიოზული შედეგი აჩვენონ.

 

როგორ? თუ 2016 წლისთვის „ოცნების“ რეიტინგი საგრძნობლად დაეცა (რისი დიდი შანსია) და პარალელურად ახალი ძალაც არ გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველის დიდი ნაწილი უბრალოდ სახლში დარჩება, „ნაციონალებმა“ კი ბოლო ორ არჩევნებზე დაამტკიცეს, რომ მათი 300 000 მხარდამჭერი ძალიან აქტიური და მოტივირებულია.

 

შესაბამისად, ეს 300 000 კაცი, თუ წინა არჩევნებზე 20-22- პროცენტი გამოვიდა, რადგან ყუთებთან მისული ამომრჩევლის რაოდენობა ცოტა არ იყო, 2016 წელს შეიძლება 40 პროცენტადაც იქცეს. გააჩნია ამომრჩეველში ნიჰილიზმი რა დოზით დაისადგურებს და რამდენი ადამიანი დარჩება სახლში. ანუ „ნაციონალებმა“ შეიძლება მათი პროცენტები ისე გაზარდონ, რომ რეიტინგი არც მოემატოთ.

 

მე როგორც ვატყობ, საკუთარი რეიტინგის მატების იმედი დიდად არც თავად აქვთ და მთელი მათი სტრატეგია სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი დატოვონ სახლში ანუ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეუფლოს უიმედობის განცდა და დაეკარგოს არჩევნებზე წასვლის სურვილი. ამისთვის ისინი ყველა მეთოდს იყენებენ.

 

მათ შორის: ცდილობენ თავიანთი რიტორიკით კიდევ უფრო გააღიზიანონ მათზე ისედაც გაღიზიანებული ამომრჩეველი, რომ მერე ისინი „ოცნებაზე“ გაბრაზდნენ, „ნაციონალებს“ როგორ აბლატავებთო. ამ საქმეში მათი მთავარი მოკავშირე „ოცნებაა“ შეცდომების კასკადით!“, - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მერაბ მეტრეველი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !