
ინტერნეტ ტელევიზია ,,fresh news”-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის გასვლის შემდეგ ,ეროვნული ფორუმის'' წევრი ელგუჯა მერგანტია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს,-ამის შესახებ ინფორმაციას მერგანტია თავად ადასტურებს.
საქმე ეხება 31 იანვარს ფოთში რესტორან ,,ფაზისში“ მომხდარ დაპირისპირებას. ,,ფრეშნიუსის“ ინფორმაციით, ბესელიას ვაჟმა, ფოთის პოლიციის უფროსსა და პროკურორს ყოფილი მერის, დავით სარსანიას დაჭერა მოსთხოვა. ელგუჯა მერგანტიას ინფორმაციით, ამ ფაქტს შელაპარაკება და რატი მილორავას მხრიდან დავით ბუკიას მისამართით ჩანგლის მოქნევა მოჰყვა.
,,ფრეშნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციის გამო კოალიციის წევრს უსაყვედურა თავად ეკა ბესელიამ. როგორც ელგუჯა მერგანტია ამბობს, ბესელიამ მას თავად დაურეკა და დაემუქრა კიდეც.
რეპორტაჟის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე