
„კორტების საქმეზე“ დაკავებული ირაკლი ფირცხალავას ქალიშვილი, ირინა ფირცხალავა სასამართლოში მომხდარი ინციდენტის შესახებ ყვება.
„კორიდორში მივდიოდი და უკნიდან შეძახიელბის ხმა მომესმა - გაიწიეთ, დამანახეთ ფირცხალავას შვილი როგორ ტირისო.
არ დამინახავს ვინ იყო, არც უკან მომიხედავს, რადგან თვალები ცრემლით მქონდა სავსე. მე პირადად მაგ ქალს არ ვიცნობ, მაგრამ დაახლეობით 10 ადამიანისა და პოლიციელის საუბრიდან ვიცი.
მათ თქვეს, რომ ეს ნინო ჯღარკავაა და რა უნდა, აქ რატომ მოვიდაო. შემდეგ, დაზუსტების მიზნით კიდევ ვიკითხე და დამიდასტურეს, რომ ეს ნამდვილად ნინო ჯღარკავა იყო. თუმცა მე მას პირადად არ ვიცნობ", - აცხადებს "ქრონიკა +"-სთან ინტერვიუში ირინკა ფირცხალავა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "ქრონიკა +"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "ამ წუთებში სასამართლოს დერეფანში იმყოფება თამაზაშვილის ხელის გოგო ნინო ჯღარკავა.
ირაკლი ფირცხალავას შვილს ეუბნება - გაიწიეთ, დამანახეთ ფირცხალავას შვილი როგორ ტირის, ვისიამოვნოო", რასაც „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ჯღარკავა გამოეხმარა და განაცხადა, რომ დილიდან სამსახურში იმყოფება.
„მე დილიდან ვიმყოფები ჩემს სამუშაო კაბინეტში, ნავთობის და გაზის კორპორაციაში, კახეთის გზატკეცილზე, არ გავსულვარ არცერთი წამით სამსახურიდან, ან ახლა დაამტკიცებ, რომ მე ვარ სასამართლო დარბაზში და ან მოიხდი ბოდიშს! საჯაროდ!",-წერს "ფეისბუქში" ჯღარკავა.