-
2015-02-04 12:46
ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე აცხადებს, რომ ერთი შეხედვით შემდგარი და წარმატებული ქალის იმიჯს ტოვებს, მაგრამ „ნანიკო ხაზარაძეს აკლია პირადი ცხოვრება“.
„ასეთი ეტაპი დგას ჩემს ცხოვრებაში. საკმაოდ მოწიფულ ასაკში ვარ, 42 წლის ვარ.
შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, რომ ნახევარი ცხოვრება გავიარე, მაგრამ ასე არ მგონია, ვთვლი, რომ ყველაფერი წინ მაქვს, თუმცა შეიძლება არაფერი არაა წინ...
მაგრამ არ ვარ იმ ასაკში, რომ ვიფიქრო, დედა, ეს რა დამემართა, მარტო როგორ დავრჩი-მეთქი.
მონადირე, მაძიებელი ქალი არ ვარ, თუ ჩემს ცხოვრებაში რაღაც უნდა მოხდეს, ისედაც მოხდება“, - განაცხადა ნანიკომ.
„სარკე“