ზოდიაქოს ყველაზე თავხედი ქალები - ოქროს სამეული

Image

 

 

 

არსებობენ მანდილოსნები, რომელთაც ხშირად აბსოლუტურად არ შეესაბამებათ დეფინიცია „სუსტი სქესი“..

 

 

ვერძი - იშვიათად შეხვდებით ნაზ, დიპლომატიურ და დამთმობ ქალს ამ ნიშნის წარმომადგენლებში.

 

თუკი საქმე მაღალგანვითარებულ ინდივიდთან გვაქვს, მან შესაძლოა გარკვეულ დონემდე თავი მაქსიმალურად შეიკავოს უხეშობისგან, როცა რამე მისთვის მისაღები სცენარით არ ვითარდება, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ვერძები უტაქტო, უაპელაციო და ანჩხლი ქალების კატეგორიას გაეკუთვებიან.

 

ისინი მამაკაცსაც არ დაუდებენ ტოლს ჩხუბსა და ბილწსიტყვაობაში, თუკი წყობიდან საკმარისად გამოიყვანს ვინმე. ვერძს მხოლოდ თავისი სიმართლე გააჩნია და სჯერა ამის, ამიტომ გაბრაზებულს აჯობებს არასოდეს შეეკამათოთ. სულ ერთია, მაინც ვერაფერს შეასმენინებთ.

 

 კირჩხიბი - კირჩხიბებს შორის ვხვდებით როგორც უზომოდ ქალურ, ნაზ და უმწეო არსებებს,  ისე სრულფასოვან მეგერებსაც, რომლის ხელშიც აჯობებს არც ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი არასოდეს ჩავარდეს. კირჩხიბი ქალი გამაოგნებლად მოქნილი, საშიში და შურისმაძიებელი შეიძლება იყოს თუკი საქმე მის ინტერესებს შეეეხება.

 

ამასთან ერთად, მას შეუძლია ყველაფერზე მოაწეროს ხელი, თუ კუთხეში მიაყენებთ და გამოსავალს აღარ დაუტოვებთ. ცუდ ხასიათზე მყოფს კი (რაც მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული) ჯობს არსად გადაეყაროთ. მიწასთან გაგასწორებთ ცინიზმით და უტიფარი კომენტარებით.

 

მშვილდოსანი - ზოდიაქოს ამ ნიშნის არც მდედრობით არც მამრობითი წარმომადგენლები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული დიპლომატიურობით. მშვილდოსანი ცეცხლის ნიშანია, თუმცა კიდევ ერთი ცეცხლის ნიშნის - ვერძისგან განსხვავებით მას ცოტა უფრო მეტი მოთმინების უნარი ახასიათებს, როცა საქმე საკუთარი ინტერესების დაცვას ეხება. მაგრამ  ეს საკმარისი არ არის ხან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

 

საქმეს ართულებს ასევე მშვილდოსნის უაზრო პირდაპირობა, ის ყოველთვის ამბობს იმას რასაც ფიქრობს და აკეთებს იმას რაც თავში მოსდის ან საჭიროდ მიაჩნია. ვერ იტანს შეზღუდვებს და მით უმეტეს ვერ იტანს, როცა ვინმე მენტორული ტონით არიგებს ჭკუას. ამიტომ მშვილდოსანი ქალები ვერძთან და კირჩხიბთან ერთად, ჩვენი სამეულის მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ.

 

astrologi.ge

 

 

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !