-
2015-02-02 17:13
მომღერალი სოფო ტოროშელიძე ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, პლასტიკური ქირურგიის მიმდევარ ქართველ მსახიობებთან დაკავშირებით.
სტატიაში მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ერთად შორენა ბეგაშვილის, გვანცა ბაგრატიონის, ია ფარულავას, მაკა ასათიანის, ქეთა თოფურიას და ნინი ბადურაშვილის პლატიკური ოპერაციებია განხილული.
„და მერე რა??? ძალიანაც კარგი, ვენაცვალე ყველას! ფული თუ გაქვს, რატო არ უნდა გაიკეთო ის, რაც გინდა რომ გქონდეს?!", - წერს მომღერალი.
სოფო ტოროშელიძის პოსტს სოფო ნიჟარაძემ უპასუხა.
„ისე იხაროს ამის დამწერმა )) თან ჩემით რომ დაუწყიათ, )) ვითომ ყველაზე მეტი პლასტიკა მე მეტყობოდეს ))), ვაი, ამათ პატრონს.
და შენ ბავშვობიდან რომ მიცნობ, მეც მენაცვალე? )) ანუ გჯერა?- წერს სოფო ნიჟარაძე.
„რა ცუდია, საქართველოში გამოცემისთვის ჩივილს აზრი რომ არ აქვს, კი იქნებოდი ახლა მილიარდერი“ - დაამშვიდეს „ფეისბუქ-მეგობრებმა“ მომღერალი.
„სათაურს გამოვეხმაურე! აღარც გამიხსნია სტატია! სათაურმა უკვე გამაღიზიანა! შენ რა გაიკეთე ძალიან მაინტერესებს ოღონდ )) მე მაინც მითხარი )).
და, ვთქვათ, მე ხვალ რამეს ვიკეთებ! აი ვინმეს პრობლემა აქვს? აი, მინდა და ვიკეთებ და ძალიან ლამაზი ვიქნები, )) დიახაც)
ახლა ველოდები დებილ სტატიას: სოფო ტოროშელიძეს როგორ უპასუხა სოფო ნიჟარაძემ - "და შენ ამის გჯერა? ბავშვობიდან მიცნობ" ) - დაუბრუნა პასუხი ნიჟარაძეს ტოროშელიძემ და მათ შორის ასეთი შინაარსის დიალოგი გაიმართა:
სოფო ნიჟარაძე: ახლა მაღიარებენ? )) ანუ გამოვსწორებულვარ ბავშვობის მერე? მადლობა ავტორს))
სოფო ტოროშელიძე: მე ვიცი, რაც გაქვს გაკეთებული!! წარბი გაქვს შეცვლილი! ჰაჰა! ხო გამოგიჭირეს პლასტიკურ ქირურგიაში ))
სოფო ნიჟარაძე: უხ, შენ რა თავლი გაქვს ))
სოფო ტოტოშელიძე: აბა რა გეგონა? მაგას გამოგვაპარებდი?! ))ამხელა პლასტიკური ოპერაციაა მაგისთვის საჭირო და რა გეგონა! რო არ გამოჩნდებოდა შენი წარბის ფორმა?!



