
მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავსდამტყდარი უბედური შემთხვევის შესახებ წერს.
„დღეს აბაზანის კარი რომ გავაღე, ასეთი უცნაური რაღაც შემემთხვა - კარი მთლიანად ჩამოიმსხვრა, ხელები გადამეჭრა და გასასვლელი კარიც ჩაიკეტა...
შიშველი შველას ვითხოვდი, თან სისხლი მომდიოდა ხელებიდან...
ეხლა რადგან ამ პოსტს ვწერ კარგად ვარ..
თუ რა გადარჩენილი ვარ, თავად შეაფასეთ..." - წერს სტეფანე და სოციალურ ქსელში აბაზანის დამსხვრეული კარის ფოტოებსაც ტვირთავს.