-
2014-02-02 01:46
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი საქართველოს პრემიერმინიტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიუნჰენის კონფერენციაზე დასმული არასწორი პოლიტიკური აქცენტების გამო აკრიტიკებს.
გიორგი კანდელაკი წერს, რომ ღარიბაშვილს გამოსვლა ფულემ გააწყვეტინა:
„ღარიბაშვილმა დაიწყო საუბარი. ღელავს. აქ დინამიური დისკუსიის ტრადიციაა, არ უყვართ დაზუთხული საუბარი. ფულემ დაუსვა კითხვა: ხედავთ თუ არა გვირაბის ბოლოში სინათლესო (რეგიონის ევროპულ პერსპექტივაზე, უკრაინის მათ შორის რა თქმა უნდა). პასუხობს დაზეპირებული პუნქტებით, ამბობს რომ საქართველო არის რეგიონული ჰაბი, და რომ გვაქვა სასწაული ეკონომიკური ზრდა - შარშან ბოლოსკენ 8-9% გვქონდა და წელს 6% გვექნებაო.
უკრაინაზე კომენტირებისას მხოლოდ ძალადობა დაგმო და მეტი არაფერი. არ დაუჭირა მხარი უკრაინელი ხალხის ევროპულ არჩევანს და თქვა იმედია ყველა მხარე მათ შორის ევროკავშირი და რუსეთი იპოვნიან გამოსავალსო - რითაც ძალაუნებურად აღიარა გავლენის სფეროთა კონცეფცია! რატომ უნდა ელაპარაკოს ევროკავშირი უკრაინის მომავლის შესახებ რუსეთს??? მაშინ საქართველოს მომავალიც უნდა შეუთანხმოს, ასე არ გამოდის?
წელთაღრიცხვა 2012-დან იწყება - რუსეთი უნდა დავარწმუნოთ რომ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია რუსეთის ინტერესშიაო.. მოკლედ საერთოდ აცდა დისკუსიის კონტექტს და ამ წამს ფულემ გააწყვეტინა დროზე დაამთავრეო...“.