-
2014-02-02 01:31
სამცხე–ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ახალგაზრდებსა და საპატრულო პოლიციის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ამის შესახებ „ზონანიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია შსს–მ ნაწილობრივ დაადსტურა.
„ზონანიუსის“ ინფორმაციით, „ნაცემია პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი და დამტვრეულია საპატრულო ავტომანქანები. საპატრულო პოლიციამ სომეხი ახალგაზრდები ქუჩაში შეაჩერა და მათი ჩხრეკა-შემოწმებას დააპირა.
აღნიშნულ ქმედებას შელაპარაკება მალევე მოჰყვა და ბოლოს ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზიარდა“ .
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს–ში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ნინოწმინდაში ოთხი ახალგაზრდა მართლაც დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 353 მუხლით.
შენიშვნა: ფოტოილუსტრაცია