„მეძავები ტურისტებს პრეპარატს ასმევენ, პარალიზებულს ხდიან და მერე ძარცვავენ“

Image

ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარის, გია ბურჯანაძის განცხადებით, თბილისის ღამის კლუბებში ტურისტები გაცილებით ძვირს იხდიან იმ მენიუში, რაც ადგილობრივისთვის საშუალოდ 80 ლარი ჯდება.

 

მისივე თქმით, ხშირია უცხოელების ძარჩვის ფაქტებიც.

 

„თბილისში აღრიცხული გვაქვს 86 ღამის კლუბი, რომლებიც ძირითადად საშუალო ასაკის ხალხისთვისაა განკუთვნილი. დაახლოებით 4 კლუბში არასრულწლოვნები შედიოდნენ, ასეთი პლეხანოვზე იყო დისლოცირებული და ახლაც მუშაობენ.  

 

პრობლემები ძირითადად მენიუსთან იყო დაკავშირებული. თუ ჩვენი მოქალაქეებისთვის ორ პერსონაზე გადასახდელი თანხა საშუალოდ 80 ლარი უნდა იყოს, იგივე მენიუ შეიძლება უცხოელისთვის ძალიან ძვირი დააფასონ, ანალოგიური მენიუ 300 ლარამდე ჯდებოდა.

 

რუსთაველზე გვირაბში არსებულ ღამის კლუბში შევიდნენ ინდოელი სტუდენტები, რომლებიც აქ სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობენ. ორი შამპანური აიღეს და 5 820 ლარი გადაიხადეს. ჩეკიც მაქვს და შემიძლია, წარმოგიდგინოთ.

 

„შარდენიდან“ დამიკავშირდნენ, რომ მსგავსი რამ მათთანაც ხდება თურმე, სუფრასთან რომ მოდის სტუმარი, შამპანურის ბოთლი დგას მაგიდაზე. ღმერთი გაუწყრება მას, ვინც ამ შამპანურს გახსნის. ეს ერთი ბოთლი შამპანური 6 ათას ლარად ყოფილა შეფასებული. შეიძლება, არ იცოდეს და შეზარხოშებული ადამიანი ამას ხსნის, უწევს ამის გადახდა.

 

ეს ყველაფერი ავნებს ტურიზმს. რა სტუმარი უნდა მოიზიდოს საქართველომ, როცა ამდენი ფაქტია ძარცვის. ეს სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს იმიჯს, როცა ერთხელ ჩამოსული უცხოელი ამას მოყვება თავის ქვეყანაში.

 

თუ მე ფხიზელ მდგომარეობაში წარმომიდგენ ერთ მენიუს და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფს მეორეს, მერე პასპორტს წამართმევ და მეტყვი, წადი ახლა, ფული მომიტანე, თორემ გცემო, რა თქმა უნდა, ეს კანონდარღვევაა და რეაგირებაა საჭირო.

 

რაც შეეხებათ სექსმუშაკ გოგონებს აქვთ სამედიცინო პრეპარატი, რომელსაც ასმევენ ადამიანს, რომელმაც ის წაიყვანა. ადამიანს ესმის, უყურებს, გრძნობს ყველაფერს, მაგრამ პარალიზებულია ვერ ინძრევა. ღამის კლუბში ის ტოვებს გარკვეულ თანხას ზეპირი გარიგების ფორმით, დაახლოებით 150 ლარს, მერე შეუძლია ამ მეძავს, კლიენტი გაიყვანოს და სასტუმროში წაიყვანოს.

 

თუკი ეს მეძავი ხედავს, რომ ამ კლიენტს გარკვეული თანხა აქვს, ასმევს შამპანურს, რომელშიც უყრის ამ პრეპარატს, პარალიზებას უკეთებს, ართმევს პასპორტს და ა.შ. 2-3 დღე ეს სექსმუშაკი არ გამოჩნდება იმ დაწესებულებაში და როცა ეს ადამიანი მიდის იქ, სიმართლე რომ გაარკვიოს, დაწესებულების დაცვა და თანამშრომლები აწარმოებენ გამოკითხვას, რამდენი ფული მოჰპარა იმ ქალმა.

 

ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მერე წილში ჩაუსხდნენ. ამასთანავე, იღებენ დაპირებას ამ ადამიანისგან, რომ ხელს არ ახლებს ამ მეძავს და ამის შემდეგ ჰპირდებიან მას პასპორტის მიცემას. მეძავმა გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს დაცვის თანამშრომელსაც, რომ დაიცვას ის.

 

ეს მოტყუებული ადამიანი კი ყველაფერზე ყაბულსაა, ოღონდ პასპორტი დაუბრუნონ. არავის არ აწყობს ამის გახმაურება და ხმას არ იღებენ. მე გესაუბრეთ გოგონების თაობაზე, როცა ფულს შოულობენ ღამის კლუბებში, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ქალები არა, მოხდა არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებაც“, - განაცხადა გია ბურჯანაძემ „ალიასთან“ საუბრისას.

 

ცნობისთვის: ფოტო შერჩეულია თემატური პრინციპით

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !