-
2015-01-28 23:34
ცოტნე გამსახურდია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, როგორც სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა, ხოლო ჟურნალისტი სახელისუფლო პოზიციიდან საუბრობდა.
“ვუსმინე ბიძინა ივანიშვილს: კაცი ისე ლაპარაკობს, როგორც სახელმწიფოს მოქმედი მეთაური. აბა, სამოქალაქო სექტორში წავედიო? ბოლოსკენ მაინც ისაუბრა რაღაც გრანდიოზულ პროექტებზე, რომელთაც თურმე “მოქალაქე” ახორციელებს…
საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, შიდაპოლიტიკაზე საუბრისას პასუხისმგებლობის მოხსნა-გადატანაზე აკეთებდა აქცენტს. განტევების “კაზიოლი” ალბათ ხვდებით – ნაცმოძრაობა იყო. ახლა დავრწმუნდი სრულად, რატომ წავიდა ასე მალე პოლიტიკიდან…
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ მის პოზიციაზე ერთი გამოჩენილი ქართველი მწერლის ნათქვამი ფრაზა გამახსენდა: ჩვენ ხონურად უნდა ვიაროთო.
და კიდევ:
რატომ საუბრობს წამყვანი სახელისუფლებო პოზიციიდან? ეს ალბათ მაინც ქართული ჟურნალისტიკის ეროვნული თავისებურებაა…”– წერს "ფეისბუქში" გამსახურდია.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-11-30 17:01
-
2016-11-29 16:37
-
2016-06-26 12:48
-
2016-03-30 18:14