-
2015-01-27 14:54
როგორც მომღერალი ნუცა ბუზალაძე აცხადებს, არ უყვარს, როცა ზედმეტად იჩენს ბიჭი მის მიმართ ყურადღებას.
„მისამართსაც ვმალავ, გასაიდუმლოებულია, ინკოგნიტო ვარ, რომ ბიჭებმა არ დაიწყონ ყვავილებისა და ბუშტების მოტანა.
ხშირად სუფრაზეც მეპრანჭებიან, მაგრამ მე ამაზე მეცინება.
„ძველ ბიჭებს“ გოგოს მოხიბვლის სასწაული ხერხები აქვთ: ჰგონიათ, რომ, თუ საუბრისას ტონს გაწელავენ, წელში მოიხრებიან, თვალებს მოჭუტავენ და „თუფაქს“ გაიხსენებენ, ამით მოიხიბლები.
მაღიზიანებს ზედმეტი ყურადღება მათგან“, - განაცხადა ბუზალაძემ „თბილისელებთან“ საუბრისას.