
ბერლინში მცხოვრები გიორგი ნებიერიძე ფოტოგრაფიით არის გატაცებული და ხშირად მართავს ფოტოგამოფენებს.
ერთ-ერთ ასეთ ფოტოგამოფენაზე გერმანიაში მან თბილისში გადაღებული ფოტოები გამოფინა და ამ ფოტოებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებაც დააფიქსირა.
„მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ საბჭოთა კავშირი დაინგრა, საქართველოსთვის ჯერ კიდევ ძალიან რთულია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო.
იქ ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი თითქმის თავისუფალია, მაგრამ არ შეგიძლია მიიღო ნარკოტიკი, ასე რომ, ახალგაზრდა ადამიანები ერთმანეთში ურევენ სასმელებსა და ხელით დამზადებულ სინთეზურ ნარკოტიკებს.
თბილისში ყველა ყველგან მთვრალია. ის შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვისაც „მძიმე მეტალი“ უყვარს.
ამასთან, ეს არის ადგილი, სადაც საავადმყოფოები ჟრუანტელს იწვევს - მათ შეუძლიათ დაგასნეულოთ მაშინაც კი, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები არ გაქვთ.
ფოტოებს ყველგან ვიღებ, ღამის კლუბებშიც კი - აქ არ არის ასეთი რამ, რომ „ფოტოგრაფები არ დაიშვებიან“, უმთავრესად იმიტომ, რომ საქართველოში ყველაფერი უკანონობის ზღვარზეა", - ასე აღწერა საკუთარი სამშობლო გიორგი ნებიერიძემ.
ambebi.ge