
გერმანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა მცირე სიუჟეტი გადაიღეს გერმანული ტანკის Leopard–ის შესაძლებლობების შესახებ. ვიდეომ, რომელიც „იუთუბზე“ გავრცელდა, რამდენიმე დღეში 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
სიუჟეტის მიხედვით, ცოცხალი ღობისკენ, ანუ გზაზე ორ რიგად მდგარი ადამიანებისკენ, რომელთა შორის ქალებიც არიან, Leopard მთელი სისწრაფით მიექანება, თუმცა, ზედ ადამიანების ზურგსუკან მვეთრად ამუხრუჭებს.
ამ რგოლს ზოგიერთებმა უკვე უწოდეს მონტაჟის შედეგი, თუმცა იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს და უამრავმა ადამიანმა ნახა.