
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ეუთო–ს გენმდივანს შეხვდა.
ლამბერტო ზანიესთან საუბარში ღარიბაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარება განიხილა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ნდობის აღდგენის კუთხით საქართველოს სამთავრობო სტრატეგიის თაობაზე და ამ მიმართულებით ერთობრივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ეუთო-ს ყოვლისმომცველი საველე მისიის აღდგენის საკითხი. საუბარი შეეხო საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხსა და ამ მიმართულებით საქარველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.