
სომხეთის ქალაქ გიუმრიში განთავსებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი, რომელიც ერთი ოჯახის ექვსი წევრის დახოცვაშია ბრალდებული, მაშინ დააკავეს, როცა ის თურქეთში გადასვლას ცდილობდა.
შეგახსენებთ, შემზარავი მკვლელობა გიუმრიში ორშაბათს, დილით მოხდა. ადგილზე მოკლული ოჯახის წევრებიდან ერთი მცირეწლოვანი 2 წლის იყო. სიკვდილს გადარჩა ოთხი თვის ჩვილი, რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოშია.