რატომ ქორწინდებიან პოლიტიკოსები ღამით

Image

სიღნაღის ქორწინების სახლი დაქორწინების მსურველებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

 

 

როგორც სახლის დირექტორი რუსუდან ოტიაშვილი ამბობს,  სიღნაღში ქორწინების მსურველი ბევრია.- ხელმოწერა თითქმის ყოველდღე ხდება.

 

დღის განმავლობაში, ქორწინების რეგისტრაციაში 16-17 წყვილიც გაუტარებიათ.

 

„ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. წყვილებს დარეგისტრირება ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მაგრამ თუ ადგილი "დაჯავშნულია", უცებ მოსული წყვილისთვის დროს ვერ გამოვნახავ - ცოტა ხნით ლოდინი მოუწევთ.

 

ქორწინების რეგისტრაციაც გამარტივდა. მაგალითად - ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების (ანუ ქორწინებაში იმყოფებოდა თუ არა) შესახებ ცნობა იყო საჭირო. ახლა ეს ცნობა აღარ სჭირდებათ. თან მხოლოდ პასპორტი უნდა იქონიონ. საქართველოს მოქალაქეებს პირადობის მოწმობები და 2 სრულწლოვანი მოწმე სჭირდებათ. თანხის (50 ლარი) გადახდა ადგილზევე შეუძლიათ.

 

ქორწინების რეგისტრაციისთვის სიღნაღში საკმაოდ ბევრი ცნობილი სახე მოდის - პოლიტიკოსები, ყოფილი პოლიტიკოსები, მსახიობები, მოცეკვავეები, რადიოწამყვანები...

 

მათი უმეტესობა ღამით არჩევს დაქორწინებას.  ღამით სიღნაღი ძალიან ლამაზია! ზოგს ბილეთები „დაჯავშნული“ აქვს და ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, პირდაპირ უცხოეთში მიფრინავს თაფლობის თვის გასატარებლად.

 

ზოგი პოლიტიკოსი ღამით იმიტომ აწერს ხელს, რომ არ „გამოჩნდეს“ ანუ ქორწინების გახმაურება არ სურს...“ - აღნიშნა რუსუდან ოტიაშვილმა.

gzapress.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?