
ჟურნალ „გზის“ კორესპონდენტს მკითხველმა ფოტო მიაწოდა, რომელზეც თამარ მეფის ქუჩაზე, ნომერ პირველ სახლს, აბრაზე ქუჩის სახელწოდება ორ ენაზე აწერია აი ასე - „ქ. მეფე ტამარა“
მკითხველი მოითხოვდა გარკვევას, ნამდვილად მარნეულში იყო თუ არა ფოტო გადაღებული და რატომ იყო ქუჩის დასახელება ასე დამახინჯებული ქართულით დაწერილი.
რედაქციამ მარნეულის გამგეობიდან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო:
„თქვენი ზარის შემდეგ მივედით აღნიშნულ მისამართზე და აღმოჩნდა, რომ მარნეულის ტერიტორიაზე, თამარ მეფის პირველ ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებმა მოქალაქემ კედელზე თვითნებურად განათავსა მისამართის აღმნიშვნელი ფირნიში.
ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე მოსახლემ ფირნიში ჩამოხსნა. მადლობა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეთ.“
gzapress.ge