-
2014-12-29 16:20
თვითმკვლობის ფაქტი სლოტ – კლუბ „აჭარაბეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ,,კვირას“ ინფორმაციით, ყაზბეგის რაიონის მკვიდრი 20 წლის მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, „აჭარაბეთის“ დაცვის თანამშრომელმა შენობის გარეთ, იქ სადაც, გასათამაშებელი მანქანებია განთავსებული აღმოაჩინა.
სლოტ – კლუბის მენეჯერის ეკა კოტრიკაძის განცხადებით, მამაკაცი სლოტ-კლუბში არ ყოფილა.
„ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩამომხრჩვალი იპოვეს, სლოტ – კლუბში არ ყოფილა. ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რადგან აღნიშნული პიროვნება ვიდეოკამერების გაშიფვრის შედეგად არსად დაფიქსირებულა“, – აღნიშნა ეკა კოტრიკაძემ.