უხდება თუ არა ჟღალი ფერის თმა მარიამ საჯაიას - დეპუტატი შეფასებას ითხოვს

Image

საპარლამენტო უმცირესობის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" მარიამ საჯაია წერს, რომ იმიჯი შეიცვალა და ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებსა და შენიშვნებზე ამახვილებს ყურადღებას. დეპუტატი "ფეისბუქში" მეგობრებს თხოვს შეაფასონ, უხდება თუ არა ახალი იმიჯი.

 

"... ხურდა, ხურდა, გახურდა... თავი გახურდა ფიქრით, გული გახურდა სურვილით - 2 წელზე მეტია! მინდოდა წითელი თმა, ბოლოს და ბოლოს მივიღე...

 

ჰო თითქოს რა დიდი საქმე, დაიდე თმაზე ფერი და ეგარის, მაგრამ ... აი 'მაგრამ' და აი 'შემდეგ' არის მთავარი, რის გამოც 2 წელი დასჭირდა )) 

 

ანუ რეაქციები, რეაქციები - 3 კატეგორიის

 

ა) ვაიმე! რა მაგარია! მაგარი ხარ რო გააკეთე! 

 

ბ) ვა! გიხდება, მაგრამ ... 

 

გ) უი! რა გიქნია... იმიტომ, ამიტომ etc

 

ჰოდა ასევე გამოიკვეთა 3 კატეგორია ადამიანები: 

 

ა-ნებს უყვართ თავისუფლება, თვითგამოხატვა, განსაკუთრებულობა, იბძვიან თავისუფლებისთვის და სტერეოტიპების წინააღმდეგ. 

 

ბ-ანებს კი უყვართ თავისუფლება, მაგრამ დოგმებს მაინც ვერ აღწევენ თავს, ურჩევნიათ წინააღმდეგობაში არ შევიდნენ ამ დოგმების დამწესებლებთან.

 

გ-ანები არც თავისუფლები არიან და ჩატყვევებული არიან სტერეოტიპულ მარწუხებში. და მათ შორის პოლიტიკოსის აღქმაში. ჯერ ერთი, რომ ქალს საერთოდ რა უნდა პოლიტიკაში, მით უფრო თავისუფალს და თვითგამოხატვის მოყვარულს და ახლა საერთოდ წითელთმიანი?! 

 

ოღჩ... და ბოლოს ჩემი სათქმელი: არც არაფერი! ძალიან მიხარია, რომ გავაკეთე ის რაც ძალიან მინდოდა, მართალია ცოტა მეც მეუცხოვება ჩემი თავი სარკეში (ჯერჯერობით) მაგრამ იმ წამსვე მოდის გაელვება: 
" აუჰჰ, კარგია! კარგი ვქენი! phew! ჩემს სტილში ვზივარ, ნამდვილი მე, თვითგამოხატული (და კიდევ ბევრნაირი)!"

 

მაჩ ლავ  

 

P.S. არ მოგერიდოთ ჩემი გაკრიტიკება, გავარკვევ ა-ნნი ხართ, ბ-ანნი თუ გ-ანნი 
P.P.S. ჰეფი ჰოლიდის..."

 

sajaia-mari1.jpg

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !