
„ქართული ოცნების“ აქტიურმა მხარდამჭერმა, მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ „იმედის კვირის“ ჟურნალისტის შეთავაზებაზე გადაცემაში მონაწილეობის თაობაზე უკვე მერამდენედ განაცხადა უარი.
მსახიობი დღევანდელ გადაცემაშიც მიიწვიეს, რომლის თემაც იმ გუნდის წინასაარჩევნო დაპირებები იყო, რომლის მიტინგებზეც ნინელი ჭანკვეტაძე ყოველთვის წამყვანის როლს ასრულებდა.
მსახიობმა „იმედის კვირაში მისვლაზე“ ამჯერადაც უარი თქვა.
„...ანუ უკვე აღარ უნდა დამიმრეკოთ.. ვერ ვახერხებ და არ მინდა, დაკავებული ვარ, უფრო მნიშნელოვანი საქმე მაქვს.
ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის ჩემი დაპირება, მე დავპირდი, რომ ცოცხების ხელისუფლებას არჩევების გზით შევცვლიდი და პირნათლად შევასრულე, ბევრი ვიშრომე ამისთვის.
ნუ შემოდიხართ ჩემთან დებატებში, ამ შოუში მონაწილეობას არ ვაპირებ.
მე მესმის, რომ თქვენ გინდათ ჩემი სახელით შოუების მოწყობა, ეტყობა რეიტინგი დაგეცათ.“ - განაცხადა ჭანკვეტაძემ სატელეფონო საუბარში
„იმედის კვირაში“ მისვლაზე ასევე უარი განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა. ჟურნალისტის დაჟინებულ თხოვნას კი აგრესიულად უპასუხა
„... არა, ხვალ ბაკურიანში მივდივარ...
ხვალ კვირაა და სადაც მინდა იქ წავალ და როგორ მინდა ისე წავალ, არ არის ეს შენი და მაგ ტელეკომპანიის საქმე! თავხედი ესა!“ - აღშფოთდა დეპუტატი.