-
2014-01-30 15:45
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გივი თარგამაძე სკანდალურ ვიდეოსთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
თარგამაძის განცხადებით ვიდეოს გავრცელება წინასწარ მომზადებული პანიკის ნაწილია:
„ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადების შემდეგ სურათი ნათელია, ეს ვანოს პრეროგატივა იყო, ასეთი ტიპის განცხადების გაკეთება, პირადად მე ეჭვი არ მეპარება იმაში თუ რატომ გაჩნდა ეს კადრები ახლა და რატომ ატყდა წინასწარ მომზადებული პანიკა, მსურს დავარწმუნო ხელისუფლება, წლების მანძილზე მათი ეკონომიკური უმეცრების გადაფარვა ასეთი ტიპის „ტრუკებით“ ვერ მოხერხდება“, - განაცხადა გივი თარგამაძე.