
ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხა, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ნამდვილად მისი ხმა ისმის და ის სპეცრაზმელებისგან ითხოვდა იმ ორი რუსი მრჩევლის ცხედარს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხებაში მონაწილეობდნენ და მათი ლიკვიდაცია ამბოხის ქართველმა მონაწილეებმა მოახდინეს.
„მათ გარდა, ვინც ყველამ ვიცით და რომლებიც, ჩვენივე ინფორმაციით რუსეთის დავალებით მოქმედებდნენ, ამბოხში მონაწილეობდა კიდევ ორი რუსი მრჩეველი და ჩვენი ინფორმაციით, მათ კვალის დაფარვის მიზნით მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. კადღებში მე ვიძლევი ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის შესახებ განკარგულებას, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებისა და იმ ორი რუსი მრჩევლის კავშირის შესახებ“.
ვანო მერაბიშვილი სპეცოპერაციის შემდგომ დეტალებზეც საუბრობს და იხსენებს, რომ არავის ლიკვიდაცია არ მომხდარა:
„ამ განცხადებიდან ერთი საათის განმავლობაში ამ დანაყოფების მიერ სოფელ მუხროვანთან, დაკავებული იქნა 5–7 კაციანი რეინჯერთა ჯგუფი და არცერთი მათგანის წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი, გარდა ამისა დაპატიმრებული იქნენ ორგანიზატორები სხვადასხვა ადგილას.
ის დანაყოფი, რომელმაც ოთანაძის დაკავება მოახდინა გლდანში, საერთოდ არ იმყოფებოდა მუხროვანის ტერიტორიაზე ამ ვიდეოს სპეცოპერაციის დროს. მე ვარ ცამდე მართალი ამ საქმეში. მე არასოდეს გამიცია ბრძანება არც ერთი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ", – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
“, – ამბობს ვანო მერაბიშვილი.