იჩქარეთ დაოჯახდეთ, გახდეთ მშობელი, შეიყვაროთ... 2015 ქალების წელია

Image

ახალი წლის დადგომამდე ფაქტობრივად თითებზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა და სადღესასწაულო ფუსფუსი დღითიდღე ძალაში შედის.

ძალიან ბევრ თქვენგანს აინტერესებს ალბათ, კონკრეტულად რას მოუტანს მას დამდეგი "ეკოლოგიურად სუფთა" ცხვრის წელი.

 

"ეკოლოგიურად სუფთა" – ეპითეტი გამომდინარე იქედან, რომ წლის მმართველის ფერი არის ლურჯი/მწვანე, სტიქია კი ხეა. ამიტომ რაც უფრო ახლოს ვიქნებით ბუნებასთან, ბუნებრიობასთან და ადამიანურობასთან მით უფრო კალთა-ბედნიერი და ნაყოფიერი შეიძლება გახდეს თხის წელი ჩვენთვის.

 

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ დამდეგი 2015 წელი ინური (ქალური) ენერგეტიკის მატარებელი წელიწადია.

 

ამასთან ერთად, კიდევ ერთი ასტროლოგიური გათვლით, წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი პლანეტა იუპიტერი ითვლება მომავლი წლის მფარველად. აქედან გამომდინარე ერთობ პერსპექტიული, სტაბილური და მატერიალურ წინსვლაზე ორიენტირებული წელიწადი გველის.

 

თუმცა, რაკიღა წლის სტიქია ხეა, ენერგეტიკა კი გამორჩეულად ქალური, ამასთან ერთად იუპიტერი გაფართოება/გაბევრების საკითხზე აგებს პასუხს. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ მიმდინარე წელი ქალთა სქესისთვის იქნება განსაკუთრებით პოზიტიური ძვრების მომტანი.

 

ეს ის წელია, როცა საუკეთესო პერიოდი დგება ოჯახის შესაქმნელად, სასიყვარულო გულწრფელი ურთიერთობების დასაწყებად და რაც მთავარია, ორსულობა/მშობიარობის დასაგეგმად. ცხვრის წელის ენერგეტიკა ამ შემთხვევაში ხელს შეუწყობს ზემოხსენებული მოვლენების წინ წამოწევას ბევრი მანდილოსნის ცხოვრებაში და ამ მხრივ განსაკუთრებით მომგებიანი წლის მეორე ნახევარი იქნება.

 

არანაკლებ მომგებიანია 2015 წელი ქალური საქმიანობისთვის და ისეთი სფეროების გასააქტიურებლად, რომელიც ქალების საჭიროებას, მათ მოთხოვნებს შეესაბამება – პლასტიკური ქირურგია, სილამაზის სალონების ქსელი, თავის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები, მოდა/დიზაინი, სამოსი და აქსესუარების ყიდვა-გაყიდვა.

 

თუკი რომელიმე სფეროში მოღვაწეობთ ან აპირებთ მოღვაწეობას, იცოდეთ, რომ ცხვრის წელიწადი მნიშვნელოვან წარმატებებს გპირდებათ, ასე რომ ძვირფასო ქალებო იაქტიურეთ!

astrologi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !