"მაესტროზე" დარჩენილი ჟურნალისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

Image

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტები, რომლებმაც არხზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს, განცხადებას ავრცელებენ.


როგორც ჟურნალისტების განცხადებაშია აღნიშნული, დღეს მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ ახალი ამბების სარედაქციო პოლიტიკა და პრიორიტეტები უცვლელი დარჩება.

 

“ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელმაც მიიღო არხზე დარჩენის გადაწყვეტილება, ადასტურებენ, რომ არხის გენერალურმა დირექტორმა, გუშინდელ თათბირზე განაცხადა, რომ გადაცემა “ცხრიანი” ბადიდან მოიხსნებოდა და, დიდი ალბათობით, მთავარი საინფორმაციო გამოშვება, არხზე გავიდოდა შვიდ საათზე. თათბირზე ბაია გადაბაძემ თქვა ისიც, რომ კოკა ყანდიაშვილთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება მის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც ბადეში პრაიმ-ტაიმის დროს დაიკავებდა. თათბირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი გაათავისუფლეს სამსახურიდან. დღეს სამსახურში მისულ ჟურნალისტებს გვესაუბრა არხის მენეჯმენტი და მივიღეთ გარანტია, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვება “ცხრიანი” ეთერში უცვლელ დროს გავა, კოკა ყანდიაშვილის არხზე მოსვლა კი საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი.

 

იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაცემა მაინც გავა “მაესტროს” ეთერით, ის მომზადდება დამოუკიდებელ სტუდიაში, რომელსაც არხთან არანაირი შეხება არ ექნება. დღეს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ახალი ამბების სარედაქციო პოლიტიკა და პრიორიტეტები დარჩება უცვლელი. ესაა პირობები, რომლის გამოც ამ ეტაპზე ჩვენ არხზე დარჩენის გადაწყვეტილება მივიღეთ”, – ნათქვამია “მაესტროს” ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლებმაც არხზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

“მაესტროზე” სრული რეორგანიზაცია გამოცხადდა. არხი დატოვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჟიჟილაშვილმა, პროდიუსერებმა და რამდენიმე ჟურნალისტმა. “მაესტროდან” წასული თანამშრომლების განცხადებით, მათ გუშინ გამართულ თათბირზე ხელმძღვანელობისგან შეიტყვეს, რომ არხზე კოკა ყანდიაშვილის მისვლა იგეგმება.

 

ყანდიაშვილის განცხადებით კი, “მაესტროზე” მუშაობის დაწყების თაობაზე მოლაპარაკებები არასდროს ყოფილა, მოლაპარაკებები უკვე ნახევარ წელზე მეტი მიმდინარეობს მისი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით, კერძოდ, “მაესტრო” დაინტერესებულია ორი ტელე-პროდუქტით, რეალითი-შოუ ფეხბურთზე და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, რომლის წამყვანადაც თავად კოკა ყანდიაშვილი მოიაზრება.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?