რა დაპირისპირება მოხდა პრეზიდენტ მარგველაშვილისა და ოპოზიციის დახურულ შეხვედრაზე

Image

არასაპარლამენტო ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრის ძირითადი თემა იყო საკითხი - უნდა ჩავიდეს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მოსკოვში.

„გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, შეხვედრის დაწყებისთანავე ოპოზიცია ორ ბანაკად გაიყო.

 

„შეხვედრაზე ვიყავით: მე, ჯონდი ბაღათურია, სოსო შატბერაშვილი, კახა ძაგანია, ფიქრია ჩიხრაძე, მამუკა კაციტაძე, ბაჩუკი ქარდავა, ზურაბ ხარატიშვილი და პაატა დავითაია.

 

მივედით თუ არა, ეგრევე ორ ბანაკად გავიყავით - მაგალითად, „მემარჯვენეები“ ფიქრობენ, რომ არ უნდა შეხვდეს, სანამ დასავლეთს სანქციები აქვს დაწესებული. ეს არის ფიქრია ჩიხრაძის პოზიცია.

 

მე განსხვავებული პოზიციით მივედი, დავუსაბუთე პრეზიდენტს, რომ შეხვედრა აუცილებელია იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებს - დევნილების დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

 

ასევე მისახედია ჩვენი ემიგრაცია რუსეთში. აქ ძალიან ბევრი კომპონენტია. სხვათა შორის, პრეზიდენტმა თქვა: პასუხი უნდა იყოს დადებითი, შევხვდები, მაგრამ დღის წესრიგი იქნება მკაფიო და გასაგებიო. 

 

მე დავუსვი შეკითხვა: როგორ მოირგეთ კონსტიტუცია, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს, რამდენად ხართ ნეიტრალური არბიტრი და საქართველოს წარმომადგენელი საგარეო საკითხებში-მეთქი?

 

მან აღიარა, საგარეო ვექტორის განმსაზღვრელი მე ვერ ვარ, ამ მხრივ პრიორიტეტი მთავრობას ენიჭებაო.

 

აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ის არ უნდა შეხვდეს პუტინს. ეს ის თემაა, რომელსაც არც პოლიტიკურ დონეზე დაუთმობს პრემიერ-მინისტრი და არც კონსტიტუციურად,“ - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძებ. 

„ქრონიკა“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !