
მუხროვანის ამბოხში მონაწილე პირები აცხადებენ, რომ 2009 წელს არანაირი ამბოხი არ ყოფილა. ლევან ამირიძის განცხადებით, ეს იყო მხოლოდ პროტესტი იმ კრიზისული სტუაციის გამო, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი.
„ეს იყო პროტესტი ხელისუფლების წინაშე, რადგან იყო კრიზისული სიტუაციები, მოგეხსენებათ კარვების ქალაქად გამოცხადდა რუსთაველი და იყო წინაპირობა, რომ მომხდარიყო 7 ნოემბერი.
უნდა გამოყენებულიყო ძალა. მე ვიყავი რეინჯერთა ბატალიონის ხელმძღვანელი. ზუსტად ვიცოდი არ დაიხევდნენ უკან, რაც მოგვიანებით შეასრულა სააკაშვილმა 26 მაისს, როცა გვამები შემოდეს სახურავზე. აი, ეს მოხდებოდა მაშინაც.“- აცხადებს ლევან ამირიძე.