
როგორც ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს, საქველმოქმედო ღონისძიების მომდინარეობისას შეატყობინეს, რომ მისი ვაჟი, სანდრო საავადმყოფოში მოათავსეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ სატელეფონო შეტყობინება ცრუ იყო.
„Sos!!!
გაუგონარი ამბავი!!!
სიტყვებიც კი არ მყოფნის რა დავარქვა!!!მე ღონისძიება მქონდა თბილისი მოლში, როცა
ამ ნომრიდან 598281516 დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი შვილი სანდრო უმძიმეს მდგომარეობაშია რესპუბლიკურში!!!
წარმოგიდგენიათ რა მომივიდოდა? მე ასეთი სიტუაცია სანდროსთან მიმართებაში გადატანილი მაქვს და მაშინ ჩემი შვილი სიკვდილს გამოვგლიჯეთ!!!
დღეს ვინ ბედავს ასეთ ტყუილს!!!!
მშობლები გამიგებენ, რა არის ის გრძნობა, როცა შვილის ყოფნა-არყოფნაზეა საუბარი!
ვის დასჭირდა ასეთი ბოროტი ხუმრობა?????
როდესაც რესპუბლიკურში მივირბინე და აღმოვაჩინე, რომ მომატყუეს, გონს მოვეგე და გადავრეკე ამ ნომერზე.
და იცით, რა მიპასუხეს????
- ასე ბევრს გავუკეთეთო!!!
ეს დანაშაულია და ამის მომგონი და შემოქმედი უნდა დაისაჯოს!!!
მაპატიეთ, მაგრამ ძალიან გავნერვიულდი...,“ - წერს ლალი მოროშკინა.