
დღეს, ბაგრატის საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვისას ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ საგანგებოდ მოიხსენია უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცი.
მიტროპოლიტმა ალექსანდრე გრიგოლაშვილის სულის საოხად ლოცვა აღავლინა. ასევე, მეუფე კალისტრატეს გადაწყვეტილებითა და ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის ერთ-ერთი მოძღვარი გრიგოლაშვილების ოჯახში გარდაცვლილს წესს აუგებს.