
„მე პირადად, ჟურნალისტების მეშვეობით გამომიტყუეს სახლიდან და ჩამიტარეს სპეცოპერაცია სახლის წინ“, - აცხადებს მუხროვანის ამბოხებისთვის გასამართლებული სამხედრო პირის კობა კობალაძე.
მისი თქმით, ეს არ არის ერთადერთი ვიდეო მასალა, რომელიც ადგილზე გადაიღეს: „ეს არაა პირველი და ერთადერთი ვიდეო. არის კიდევ ანალოგიური კადრები იმ დღის, სადაც ყოფილი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი მითითებებს აძლევს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს იმასთან დაკვშირებით, თუ ვის აქვს უფლება ამ ქვეყანაში ცხოვრების, არსებობის, ვინ უნდა იყოს ლიკვიდირებული და ა.შ.
აბსურდია ის, რაშიც ჩვენ 9 წელიწადი ვიცხოვრეთ, აბსურდია კიდევ ყოველდღე უსმინო იმ უტიფარ განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ. თუ შეგინიშნავთ ოდესმე მათთვის დანაშაულის აღიარების ფაქტი? პირიქით, შეტევაზე გადმოდიან.
ეს მასალა ასახავს იმ მდგომარეობას, რომელშიც ვიყავით ჩვენ 9 წლის მანძილზე. ჯერ მარტო დაგეგმარების მიმდინარეობა ნახეთ. რაც ჩვენ იქ დავინახეთ, ჰგავს მტაცებელთა ხროვის ჯოგს, რომლებსაც უნდათ ნადავლი.
გამოვიდა ხროვის ბელადი და გასცა მითითება რომ სჭირდება გვამი! მე პირადად, ჟურნალისტების მეშვეობით გამომიტყუეს სახლიდან და ჩამიტარეს სპეცოპერაცია სახლის წინ“, - განაცხადა კობა კობალაძემ ,,რეპორტიორის“ პრესკლუბში.