
გენერალი დავით ნაირაშვილი, რომელიც მუხროვანის ამბოხის შესახებ გავრცელებულ სკანდალურ კადრებში ჩანს და რომელმაც კომენტარი გუშინ „გურიანიუსთან“ გააკეთა, შესაძლოა, თანამდებობიდან დაითხოვონ: ის სამხედრო ატაშეა დიდ ბრიტანეთში.
ამასთან, სოცილაურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კადრებში გამოჩენილი სხვადასხვა პირები დღესაც სხვადასხვა თანამდებობაზე, თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქარქოსანიძემ განაცხადა, რომ სამინისტრო კადრებს სიღმისეულად შეისწავლის. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ნაირაშვილის გარდა, თავდაცვის სამინისტროში მუშაობს ასევე შმაგი თელია:
„ჩვენ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება გამოძიება. არაა გამორიცხული, რომ თუ გამოძიებას დასჭირდება, ისინი დროებით ჩამოვაცილოთ თანამდებობას“, – ამბობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.