
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა. ინფორმაციას და ფოტოს "სამოქალაქო პრესა" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ერთმანეთს "სუბარუს", ''ვოლვოს'' და ''ბე-ემ-ვე''-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.