მარიამ როინიშვილი საავადმყოფოში მოხვდა

Image

როგორც მომღერლის დედა, თამრიკო ჭოხონელიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, მარიამი მარჯვენა ფერდს კარგა ხანია იტკიებს.

 

 

მისივე თქმით, გაუსაძლისი ტკივილის გამო სასწრაფო გამოიძახეს და მარიამი სარეპეტიციო დარბაზიდან საავადმყოფოში საკაცეთი წაიყვანეს.

 

„მაპატიეთ მთელი დღე ვერ მოვახერხე შეგხმიანებოდით, რადგანაც ძალიან აღელვებული ვიყავი მარიამის გამო. უბრალოდ გუშინ არ ჩავთვალე საჭიროდ ამის დაწერა. საქმე იმაშია, რომ ერთი თვეა იტკიებს მარჯვენა ფერდთან ერთ ადგილს, გაუსაძლისი ტკივილები აქვს და სულ გამაყუჩებელს სვამს.

 

ვეხვეწები წამომყვეს ექიმთან, მაგრამ არ მომყვება. კვირას პროექტის ექიმმა ძალით წაიყვანა საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ გაბზარული ნეკნით დადიოდა, აღარ ვამბობ, რომ ცეკვავდა! ბოლო ოთხი ტურის განმავლობაში.

 

მალავდა, რომ არ გვეთქვა და პროექტი არ დაეტოვებინა. ნორმალურია ეს საქციელი?! გულშემოყრილი ვარ. შეხორცება დაწყებული აქვს, მაგრამ ტკივილი ძლიერია. გუშინ გამაყუჩებლებით და მოყინვით იცეკვა. ჩემი ასლია, ტკივილს ითმენს.

 

დაბნეული ვარ, ისიც არ ვიცი ამ სიტუაციაში როგორ მივეშველო, რომ ტკივილი ცოტა მაინც შევუმსუბუქო. მაპატიეთ, რომ თავს მოგახვიეთ ჩემი პრობლემა, მაგრამ ალბათ სწორად გამიგებთ, მეგობარი სწორედ ამ დროს გინდა! ამიტომ დამაგვიანდა მეთქვა თქვენთვის უდიდესი მადლობა გუშინ ასეთი მხარდაჭერისთვის! ვერ წარმოიდგენთ რა გახარებული და იმედიანი იყო...

 

ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! დიდი მადლობა! მიყვარხართ!'' - წერს თამრიკო ჭოხონელიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !