ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაცია „აფხაზეთის ხმას“ მინდელის სახელობის შახტის სამმართველოს თანამშრომლებმა დაუდასტურეს.
წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. დაღუპულია ცვლის უფროსი, რომელმაც ნახშირით დატვირთული ვაგონების გადაადგილების დროს წაიფორხილა, წაიქცა და ლიანდაგზე დაეცა. მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.