თბილისში, მშენებარე კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. უბედური შემთხვევა თბილისის ზღვის მახლობლად, „ოლიმპიური კომპლექსის“ მშენებლობაზე მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ინციდეტი არასწორად დამონტაჟებულმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს, მუშები ჩინეთის მოქალაქეები არიან.