-
2014-01-28 16:39
გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თებერვლიდან მანდატურის სამსახური უქმდება და ყველა სკოლა თავად გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა დაწესებულებაში მანდატურს - პროტესტი გამოიწვია.
"მანდატურის საგანმანათლებო სამსახურის ცენტრთან" შეკრებილი მანდატურები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ მათმა უმრავლესობამ „სკაიპის“ მეშვეობით შეიტყო და ხელისუფლებამ ისიც არ ჩათვალა საწიროდ, გაეფრთხილებინათ მანდატურები:
„არ ვიცით, მოგვცემენ თუ არა იანვრის ხელფასს, რაც ვიმუშავეთ. თებერვლიდან გვიუქმებენ სამსახურს... ეს არის ჩვენი უგულებელყოფა და იმ მშობლების აზრის უგულებელყოფა, რომლებიც უფრო მშვიდად არიან, რადგან თავიანთი შვილებთან ერთად სკოლაში მანდატურებიც ეგულებათ“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2014-07-12 23:09
-
2014-07-12 09:24
-
2014-07-10 17:16
-
2014-07-10 02:01