
„ლარის ძველ ნიშნულთან დაბრუნება გამორიცხულია,“ - ეს განცხადება „კურიერთან“ საუბრისას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა.
მისი თქმით, გაცვლით კურსზე ბიუჯეტს დაწოლის ეფექტი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბიუჯეტის დეფიციტი უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი.
ხადურმა ასევე აღნიშნა, რომ ის ექსპერტების მოსაზრებებს არ ეთანხმება და მზადაა მათთან შესახვედრად.
მინისტრმა ექსპერტები მოსახლეობაში პანიკის დათესვაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ მათი განცხადებები, როგორც მინიმუმ, არ ემსახურება ლარის სიმყარეს.
"რუსთავი-2"