დუტა სხირტლაძე: "ბარემ, დროშაზე თეთრსა და წითელს ცისფერიც მივამატოთ, ქვეყანას გავარჭოთ და ვსიო..."

Image

მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე ნინო ბურჯანაძის წინადადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ სამთავრობო დანიშვნების შემდეგ საქართველომ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს.

 

"ნინო ბურჯანაძემ რა მაგარი იდეა მიაწოდა მთავრობას - უკრაინიდან ელჩი გამოიწვიეთ და დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტეთო... ეს ომის გამოცხადებას რომ ნიშნავს, არაფერია?!?!?!?! ვაი ჩვენ თავს. უკრაინასთან თურმე რა კარგი დამოკიდებულება გვაქვს...

 

მაშინ აფხაზეთი და სამაჩაბლოც ჩვენით ვაღიაროთ და ეგაა... სამფერი დროშაც ჩვენით გავარჭოთ ქვეყანას და ვსიო. თეთრსა და წითელს ცისფერიც მივამატოთ ზოლებში და მაგრად მოგვიხდება.(ხომმიხდებაესდროშასმაილი) რაღა დარჩა?!", - წერს დუტა სხირტლაძე. 

 

დუტა სხირტლაძე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ისტორიას და რუსეთის მხრიდან საქართელოს ოკუპაციის ფაქტებს ადრეც ირონიით იხსენებდა, მაგალითად, ტვ11-ის გადაცემაში "ჩაის თემა" ამბობდა, რომ ქართველობას კი არ გვართმევენ, არამედ 200 წლის წინ წაგვართვეს და ახლა უნდა დავბრუნდეთ, იქ წყვეტა ვიპოვოთ და აწმყოს გადავაბათ, რომ განვითარება გავაგრძელოთ.

 

დუტა სხირტლაძე ხატოვნად აღწერდა "37 მანეთის" თემასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს, ასევე საბჭოთა არმიის შემოსვლის, შემდეგ კი საბჭოთა არმიაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის თემას და ამობობს:

 

"ხომ გაგვიგია ყველას, ქართველები ყველაზე მაგრად ვიყავით ჯარშიო? "სამი ქართველი ვიყავით, მაგრამ "პალაჟენია" დაწყობილი გვქონდა, ყველას ვაჩმორებდით", - ასე ამბობდნენ და ბოლოს თვითონ ჩამოვიდნენ ყველაზე მეტად დაჩმორებულები, აზრზე არ არიან, პისტოლეტი როგორ გადატენონ", - ამბობს მსახიობი და მიაჩნია, რომ ესეც "რუსების გაჩალიჩებულია": "რომ არ შეუბრუნდეს ეს ჩვენი უკან, როგორც ქაქუცა შეუბრუნდა მეფის რუსეთში მიღებული სამხედრო განათლებით".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !