
ინდოეთის ქალაქ ბარუიპურში დაიბადა ჩვილი, რომელსაც ოთხი ხელი და ოთხი ფეხი აქვს. მშობლებმა მას ბიჭუნა-ღმერთი (God Boy) დაარქვეს.
ადგილობრივთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალშობილი არაამქვეყნიური, უმაღლესი არსების რეინკარნაციაა. ცნობილია, რომ ინდოეთში მრავალ რვთაებას გამოსახავენ რამდენიმე ხელითა და თავით. ასევე, ითვლება, რომ დაახლოებით ასევე გამოიყურებოდა შივაც, რომელსაც ოთხი ხელი ჰქონდა.
ბავშვის დაბადების შესახებ ქალაქში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საავადმყოფოში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელთაც სურდათ, ჩვილი დაენახათ. პოლიციას დამატებითი ზომების მიღება დასჭირდა უსაფრთხოებისთვის. ეზოში შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი ტიროდა, ნაწილი კი ლოცულობდა.
ადგილობრივი მამაკაცი, 67 წლის ჩუკა პაო ამბობს, რომ მან საავადმყოფოში შესვლა მოახერხა, მაგრამ ცოცხალი ჩვილი არ უჩვენებიათ და მხოლოდ ფოტოს ჩვენებით შემოიფარგლნენ.
ექიმების ვერსიით, ბავშვს დამატებით კიდურები დედის ორგანიზმში არსებული, მაგრამ განუვითარებლად დარჩენილი მისი ტყუპისცალი ძმის ემბრიონისგან დარჩა.