ირმა ინაშვილი: „არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, სად წავიდა კვიციანი, მასე სააკაძე ირანში წავიდა!“

Image

„არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, სად წავიდა ემზარ კვიციანი, მასე გიორგი სააკაძე ირანში წავიდა, მაგრამ წავიდა საქართველოს სასარგებლოდ“, - განაცხადა „ობიექტივის“ დამფუძნებელმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტ ნინო ბორჩხაძის შეკითხვის პასუხად, რატომ წავიდა ემზარ კვიციანი რუსეთში, თუ რუსეთი მტერი იყო.

 

გადაცემაში „რეაქცია“ ნინო ბორჩხაძემ განაცხადა, რომ ალოგიკურია, როცა ემზარ კვიციანის გმირობაზე საუბრობენ, რადგან თუ ის წლების განმავლობაში ებრძოდა აფხაზ ბოევიკებსა და რუსების დესანტს, როგორ აღმოჩნდა რუსეთში, რომელიც იყო მტერი: „ყველას კარგად გვახსოვს, რომ „ორტ“-ზე ემზარ კვიციანს მისცეს პირდაპირი ეთერი, რაც ხდება ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მან პირდაპირ ეთერში ისაუბრა კოდორის სპეცოპერაციაზე და განაცხადა, რომ თავისი ხელით ჩამოხსნა ნიღაბი ერთერთ სპეცრაზმელს და ის აღმოჩნდა ზანგი... ამოიღეთ ეს კადრები“, - განაცხადა ნინო ბორჩხაძემ, რომელსაც ირმა ინაშვილი შეეკამათა.

 

ინაშვილის რეპლიკას ემზარ კვიციანისა და ემზარ კვიციანის შედარების შესახებ ნინო ბორჩხაძის პასუხი მოჰყვა: „ირმა, შენ რატომ იმეორებ ერთი-ერთზე რუსული პროპაგანდის პოზიციას, ეს მე არ მესმის... შენგან მიკვირს და ირაკლი ბათიაშვილისგან, მტრის პროპაგანდას იმეორებთ...“.

 

დებატებში მოგვიანებით ყოფილი პოლიციელი, „სამართალდამცველთა დაცვის ლიგის“ წარმომადგენელი ირაკლი ფირცხალავა ჩაერთო:

 

„ემზარ კვიციანი, სხვათა შორის, აფხაზეთში იყო ძებნილი... ჯერ ის 1982 წელს იყო გასამართლებული, გასამართლებული იყო ძროხის ქურდობისთვის, მერე 1984 წელს ის ვოლგოგრადის სასამართლომ გაასამართლა, 1990 წელს მურმან სიგუა, ანუ ის აფხაზი პირი, ვინც აფხაზურ ეროვნულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში, ემზარ კვიციანმა და მისმა დისშვილმა მოკლეს და ამის შემდეგ ის იყო აფხაზეთში ძებნილი. ის აფხაზეთის გავლით ჩავიდა სოჭში, ანუ რუსეთში. თავად განსაჯეთ, როცა ადამიანი ძებნილია, მას აკავებენ საზღვარზე...“, - განაცხადა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !