„რა უნდოდა იმ ხელებდასამიწებელს, ესეთი სიკვდილისთვის როგორ გაიმეტა ეს უბოროტო ბავშვი...“

Image

ასოციაცია „ლგბტ საქართველოს“ გამგეობის წევრი ნიკოლო ღვინიაშვილი  გამგეობის ვებგვერდზე აქვეყნებს წერილს, რომელშიც დეტალური სიზუსტით აღწერს ტრაგიკულად მოკლული ტრანსგენდერის, საბი ბერიანის დაკრძალვის დღეს და საკუთარ განცდებს.

 

 

„ჩემი კუთხეა და ვიცი რასაც გეუბნები, არ წახვიდე გეხვეწები, ერთხელ მაინც დამიჯერე ცხოვრებაში… 

 

კარგი რა ანო, მესამე კაცი ხარ ვინც ზუუსტად მაგ სიტყვებს მეუბნება დღეს და ეს დედამ......ი სამივე კარგად მიცნობთ, ხომ იცი მაინც წავალ, რაღას მელაპარაკები?

 

ტუუ… ტუუ… ტუუ… გამითიშა…

 

სიმწრით გამეცინა, ჰო სამივე კარგად მიცნობს, სამივემ შესანიშნავად იცის რა მტკივნეული იქნება ჩემთვის საბის კოსტუმში დანახვა, სამივემ იცის ჩემი რეაქციები ირაკლი ქუთათელაძის დაკრძალვიდან (თემის 26 წლის წევრმა 2011 წლის აპრილში ჩამოიხრჩო თავი) და მაინც, რატომ არ ესმით რომ თავს ვალდებულად ვთვლი ხვალ ველისციხეში ვიყო?

 

ეს ხომ ის მომენტია, როდესაც ადამიანს უკანასკნელი პატივი უნდა მიაგო, ის მომენტია, როდესაც გინდა დედამ და ხალხმა დაინახოს რომ საბი მარტო არ იყო, რომ მას ჰყავდა მეგობრები და ადამიანები გვერდით, ვისაც ის ისეთი უყვარდათ როგორიც იყო… ის მომენტია, დაანახო საზოგადოებას რომ საბისთან ერთად ვერ მოკლავენ იმას, რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა – ადამიანის “მე”-ს.  ჰოდა წავედით…

 

სახლი არ ვიცოდით და რამოდენიმე ადამიანისთვის მოგვიწია გვეკითხა სად ცხოვრობდა საბი – “გამარჯობათ, უკაცრავად დღეს ბექას დაკრძალვა უნდა იყოს და სახლს ხომ ვერ მიმასწავლით?” – სრულიად უცხო ხმამ ჰკითხა ხანშიშესულ ქალს, არადა აშკარად მე ვიყავი და უცბად შემზიზღდა საკუთარი თავი (“ბექა” – ვინ ვინ და იქ მყოფთაგან ყველაზე კარგად მე ვიცოდი რა არის ეს).

 

“პირდაპირ წახვალთ შვილო და ცენტრი შეგხვდებათ, მარცხნივ მოუხვევთ და ზევით ახვალთ, იქვე ცხოვრობდა ის საცოდავი” გვიპასუხა ქალმა და პირველი კარგი იმედგაცრუება აქ ვიგრძენი – იმ 5-6 ადამიანისგან, ვისაც ვკითხეთ, არცერთისგან არ გვიგრძვნია არც ქილიკი, არც ცუდი დამოკიდებულება ჩვენდამი და არც იქედნური გადალაპარაკება…

 

მივაგენით… პირველი რაც უცბად თვალში მომხვდა “იმედის” ლოგოიანი მიკროფონი იყო და უცბად ავფეთქდი: აქ რაღა უნდათ ბლიად, რა ინტერვიუ შეიძლება ახლა აიღო, რა უნდა ჰკითხო 23 წლის ახალგაზრდის გასვენებაში მისულ ადამიანს??? დათო უცბად გადავიდა მანქანიდან და ჟურნალისტებისკენ გაემართა…

 

მეორე კარგი იმედგაცრუება ხალხის სიმრავლემ განმაცდევინა, ირაკლის დაკრძალვისაგან განსხვავებით აქ პროცესიას 60-მდე ადამიანი და 20-მდე მანქანა მიჰყვებოდა. გზად ერთი ბაბო დაგვემგზავრა, ახალი ნაოპერაციევი ვარ შვილო და ამხელა გზაზე დიდხანს ვერ ვივლიო – სოფლის თავიდან სასაფლაომდე ფეხით გააცილა სოფელმა საბი…

 

შემძრა ბაბომ, მთელი საუბრის მანძილზე ერთხელაც არ უხსენებია “ბექა” ან “ბიჭი” – “ისეთი კარგი ბავშვი იყო, ისეთი ზრდილობიანი და ნიჭიერი შვილო, ისე კარგად ხატავდა. რა უნდოდა იმ ხელებდასამიწებელს, ესეთი სიკვდილისთვის როგორ გაიმეტა ეს უბოროტო ბავშვი, არავის ერჩოდა თავისი ცხოვრებითა ცხოვრობდა, წარმომიდგენია დანას რომ დაინახავდა როგორ შეეშინდებოდა და რა დღეში ჩავარდებოდა ბავშვი”… ჟურნალისტები ხომ არ ხართო გვკითხა და არა მეგობრებიო ვუპასუხეთ და გულნატკენმა გვითხრა, თბილისიდან არ ჩამოუვიდნენ საცოდავს ამხანაგებიო, დავამშვიდეთ თბილისიდან ვართ და გუშინაც იყვნენ ჩვენი მეგობრები ჩამოსულები პანაშვიდზეო. მართლაო, გაუხარდა…

 

ცხოვრებაში პირველად შევუდექი კუბოს და საკუთარი მხრით ავწიე ის სიმძიმე, რასაც სიკვდილი და კუბო ჰქვია. მივდიოდი ვერაფერს ვუხერხებდი ყელში გაჩხერილ ბურთს და ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი…

 

არაფერია იმაზე მტკივნეულად მოსასმენი როგორც დედის ტირილი, რომელიც დედისერთა, 23 წლის წლის წამებით მოკლულ შვილს დასტირის… მოშორებით ვიდექი და აღარ ვცდილობდი ცრემლების შეკავებას, ნერვიულად ვიწმენნდი მუშტებით თვალებს და ისტერიულად ვიმეორებდი: რატომ ღმერთო, რატომ? და იმ წუთებში ისე მძულდა ეს სამყარო, როგორც არასოდეს… სამყარო რომელშიც ზედმეტები ვიყავით საბი, მე, კესო, ბიანკა, ალექსი და ბევრი ჩემთვის ნაცნობი თუ უცნობი ტრანსსექსუალები…

 

ცხოვრებაში პირველად ჩავუშვი ჩემი ხელით კუბო მიწაში და რაც იმ წამიდან მახსოვს ეს იყო ფიქრი, რომ საბის თავშალი ეფარა და მაინც არ დაუკრძალავთ ქალის ატრიბუტიკის გარეშე (თუმცაღა შესანიშნავად ვიცოდი, საბი გრძელ თმებს ატარებდა და ეს თავშალი მხოლოდ ცეცხლისგან მიყენებული დაზიანებების დასაფარავად მოახვიეს)…

 

ნათიამ მანიშნა და ნელ-ნელა წამოვედით, ძლივს შევიკავე თავი მთელი ხმით რომ არ მეყვირა მადლობა ამ ხალხისთვის იმ ცრემლებისთვის და სითბოსთვის, რომელიც მათ საბის გაატანეს…

 

 

p.s. მადლობა ველისციხელებო, თქვენი ადამიანობისთვის და მადლობა დათო და ნათია ჩემთვის ასეთ მძიმე წუთებში რომ იქ იყავით, სადაც უნდა ყოფილიყავით!- წერს  ნიკოლო ღვინიაშვილი.

lgbt.ge 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !