
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა თვითმკვლელობა სცადა,- შემთხვევა გორის რაიონის სოფელ გარეჯვარში მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მათი თქმით, პიროვნება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.
მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, გავრცელებული ინფორმაციით, მან თვითდაზიანება ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.