
"ფრეშნიუსი" აქვეყნებს სიუჟეტს, რომელიც დასავლეთ საქართველოშია გადაღებული და სადაც ძაღლების ჩხუბია გადაღებული. ამ პროცესს პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ბავშვებიც ადევნებენ თვალს.
ბავშვთა ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამგვარ სანახაობაზე დასწრება არასრულწლოვან ბავშვებში იწვევს შფოთს, უძილობასა და ნერვულ სტრესს, გარდა ამისა, ბავშვებს უყალიბდებათ ფსიქოლოგიური პრობლემები და მოგვიანებით მათ, შესაძლოა, თავად აწამონ ცხოველები ან ნანახი სისასტიკე, რომელიც არაა დაგმობილი უფროსების მხრიდან, ცხოვრებისეულად, უფრო მძაფრ ფორმებში გამოიყენონ.
(16 წლამდე ასაკისა და არამდგრადი ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე პირთათვის სიუჟეტის ნახვა მიზანშეწონილი არ არის)