
ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 1709 წელს პოლტავას ბრძოლას იხსენებს, სადაც პეტრე პირველმა კარლოს მე–12 დაამარცხა და ამბობს, რომ სამი საუკუნის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის მომავალი ისევ პოლტავასთან წყდება.
ზურაბ ჭიაბერაშვილი:
„1709 წელს პოლტავასთან (უკრაინა) გადაწყდა ბევრი რამ, ყოველ შემთხვევაში, აღმოსავლეთ ევროპისათვის, როდესაც პეტრე I-მა გადამწყვეტი ბრძოლა მოუგო კარლოს XII-ს.
გაგახსენებთ პეტრე I-ის დოქტრინას: რუსეთს ორი ფანჯარა აქვს ევროპაში - ბალტიისა და შავი ზღვები. სამი საუკუნეა, ეს დოქტრინა განსაზღვრავს რუსეთის სტრატეგიას დასავლეთის მიმართულებით.
ბალტიის სამი სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანებამ, კალინინგრადის ოლქის არსებობის მიუხედავად, მნიშვნელოვნად დაავიწროვა ეს ფანჯარა.
ევრომაიდანის - უკრაინის ევროპული არჩევანის - გამარჯვება რუსეთისათვის ნიშნავს "შავი ზღვის ფანჯრის" დავიწროებას და ზრდის უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსს.
სამი საუკუნის შემდეგ დღეს ისევ პოლტავასთან წყდება აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, მათ შორის, ჩვენიც“.