"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თენგიზ გუნავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება:
ვიდეოპორტალებზე პოპულარულია ვიდეო, სადაც გაწვრთნილი ძაღლი აგრესიულად რეაგირებს საფრთხეზე, რომელიც, შესაძლოა, მისი 5 წლის პატრონს დაემუქროს.
ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი "ფეისბუქზე" აქვეყნებს კომიკურშინაარსიანი მეტსახელების მესამე ნაწილს და წერს, რომ მათგან ყველა კახურია, ხოლო მისი ფავორიტი ამ მეტსახელტაგან "უკრაინა ზვიადაა".
როგორც ჩანს, ჰოლივუდის მიერ სილამაზის საზომად და ეტალონად აღიარებული პერსონები სულ უფრო და უფრო ნაკლებ მოწონებას იმსახურებენ მამაკაცებში. ძნელია თქმა, ამის მიზეზი მათი ეკრანზე და სხვაგან გამოჩენის სიხშირეა თუ გემოვნების შეცვლა, მაგრამ ფაქტია, რომ, მაგალითად, ანჯელინა ჯოლი სულაც ვერ მოხვდა იმ ლამაზმანებს შორის, რომლებიც ამერიკელებმა ყველაზე ლამაზებად მიიჩნიეს.
ყველას გვსმენია იმის შესახებ, რომ როცა ადამიანი მოულოდნელად კარგავს გონებას და ამის მიზეზი სულაც არაა დაკავშირებული გულთან, გარეშეთა პირველი მოქმედება გულის არაპირდაპირი მასაჟია, რაც, უმეტესწილად, არათუ შველის გონდაკარგულს, არამედ კატეგორიულად აკრძალულია მის მდგომარეობაში.
პარიზში, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმელი ტერორისტი, რომელიც ადგილზე მოკლეს, გერმანიაში, თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრებელში ცხოვრობდა. მისი ოთხი ყალბი სახელი და გვარიდან ერთი რეგისტრირებული იყო, როგორც საქართველოს მოქალაქე.
32 წლის შვეიცარიელი მხატვარი მილო მუარესი გაშიშვლდა და კიოლნის (გერმანია) ქუჩაში ტრანსპარანტით ხელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იდგა. ტრანსპარანტზე ეწერა: "პატივი გვეცით, რადგან ჩვენ არ უნდა ვიყოთ თავდასხმის ობიექტები მაშინაც კი, როცა შიშვლები ვართ!".
მოულოდნელი წინასაარჩევნო წინადადებით - "დავხუროთ ინტერნეტი!" - წარსდგა ამომრჩევლების წინაშე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. როგორც ტელეარხი NBC News იტყობინება, ამის შესახებ ეპატაჟურმა პოლიტიკოსმა შტატ სამხრეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ე.წ. "კოკაინის საქმის" ფიგურანტი პატიმრის ანასტასია ზაუტაშვილის შვილი ლაშა ორბელაძე ადასტურებს ეკა ბესელიასთვის და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდის ფაქტს და თანხასაც დაახლოებით ასახელებს. ამ ინფორმაციას "ქართული გაზეთი" ავრცელებს.
ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ინტერნეტმომხმარებლებს მადლობას უხდის თანადგომისთვის. შეგახსენებთ, "ოლ სტარისთვის" კალათბურთელების შერჩევაში ინტერნეტით ხმის მიცემას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება და შესაძლოა, მწვრთნელების გადაწყვეტილებაზეც იქონიოს გავლენა. ამ დროის მონაცემებით, ზაზა ფაჩულია 15-დან მე-8 ადგილს იკავებს.