ირაკლი ფირცხალავას, შესაძლოა, ახალი ბრალი წაუყენონ

Image

იური ვაზაგაშვილის გარდაცვლებიდან ერთი წლის შემდეგ, პროკურატურამ ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული ფირცხალავას დნმ-ის ანალიზი მოითხოვა. ამას ისიც დაემატა, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა იური ვაზაგაშვილის საქმის მთავარი მოწმე, ირინა გოგილაშვილი,რომელიც ვაზაგაშვილების საგვარეულო სასაფლაოს უვლიდა. 

 

გოგილაშვილი იური ვაზაგაშვილის აფეთქების დღესაც იქ იმყოფებოდა, ხოლო მისი დნმ-ის ნიმუში აფეთქების ადგილზეა აღმოჩენილი და, როგორც ნივთმტკიცება, საქმეში დევს.

 

როგორც ფირცხალავას ოჯახი ამბობს, საეჭვოდ დაემთხვა რამდენიმე დეტალი: მოწმე სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა, ის არც რაიმე ქრონიკულ დაავადებას ატარებდა და არც ჯანმრთელობის სხვა პრობლემა ჰქონდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ იციან არც გოგილაშვილის ოჯახის წევრებმა. ფაქტი კი ის არის, რომ მთავარი მოწმის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე , პროკურატურამ დაკავებული ირაკლი ფირცხალავას დნმ-ის ანალიზი მოითხოვა.

 

გარდა ამისა, პროკურატურამ მოითხოვა ირაკლი ფირცხალავასთან ერთად დაკავებული გიორგი ცააძის დნმ-ის ნიმუშიც, ცააძის გვარი კი ამ საქმესთან ერთი წლის წინ არც კი გაჟღერებულა.

 

ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პროკურატურას დიდი ხანია აქვს მცდელობა და ახლა ალბათ უკვე გეგმაც,რომ ამ პირებს ახალი ბრალი წარუდგინონ.

 

მათი თქმით, ეს გამორიცხული არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც ,,კორტების“ პროცესმა აჩვენა ,როგორ კერავს პროკურატურა საქმეებს და როგორ იღებს გადაწყვეტილებას სასამართლო.

 

ფირცხალავასა და ცააძის ოჯახის წევრებმა დღეს ადვოკატთან ერთად ბრიფინგიც გამართეს, სადაც დნმ-ის ნიმუშის აღების მოთხოვნისას არსებულ დარღვევებზე და იმ საეჭვო დეტალებზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც ვარაუდობენ, რომ პროკურატურა ,,ახალ საქმეს კერავს“.

 

„მოგეხსენებათ დნმ-ის მასალის მოპოვება შესაძლებელია ნებისმიერ საკონტაქტო ნივთზე, ჭურჭელზე , სიგარეტზე ,ტანსაცმელზე. ასევე დნმ-ის მასალის მოპოვება შეიძლება შარდისა და სისხლის ანალიზიდან, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ ჩააბარა დაკავების შემდეგ. ამიტომ თავისუფლად შეიძლებოდა საკნიდან დნმ-ის ნიმუშის გატანა, შემდეგ რაიმე ნივთმტკიცებაზე მისი გადატანა და გამოყენება თითქოს ამ მტკიცებულებაზე ადრევე იყო ფირცხალავას დნმ-ის კვალი,“- აცხადებს ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია.

 

ბრიფინგზე ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ არც ფირცხალავამ და არც ცააძემ დნმ-ის ნიმუშები არ ჩააბარეს, რადგან პროკურორებმა არ წარმოადგინეს სასამართლო განჩინება, რომელშიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული, რა ნიმუშთან უნდა მოეხდინათ აღებული დნმ-ის შედარება.

 

გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა განმარტა, საკანში შესული გამომძიებლები განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ, მაგალითად, ჰქონდათ ტელეფონები ,სანთებელები და გარდა ამისა, შევიდნენ ღამის ცხრა საათზე. ველიჯანაშვილის განცხადებით, სწორედ ამ და ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო ფირცხალავამ და ცააძემ უარი თქვეს დნმ-ის ჩაბარებაზე.

 

ფირცხალავას ოჯახი ახალი გამოძიებისგან გარანტიებს მოითხოვს, რომ საქმეში ყალბი მტკიცებულებები არ გაჩნდება:

 

„ჩვენ დაზუსტებით შეგვიძლია თქმა, რომ ფირცხალავა და ცააძე ყარაფილაში არ ყოფილან და ამის დასტურად არსებობს, სატელეფონო ჩანაწერებიც და სხვა მტკიცებულებებიც. თუ მაინც არსებობს აუცილებლობა, რომ აიღონ დნმ-ის ნიმუში ჩვენ ამაზე უარს არ ვამბობთ. უბრალოდ, მოვითხოვთ გარანტიას, რომ არ მოხდება გაყალბება. წინასწარ მოგვცენ ის კოდები, რომელიც ვაზაგაშვილის დაღუპვის დღიდან 2015 წლის 24 იანვრამდე წარმოადგინა ადგილზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ და ეს კოდები ბრალდების მხარესთან ერთად უნდა ჰქონდეს სოსანაშვილსა და მის ადვოკატსაც. თუ ეს კოდები ჩვენ წინასწარ გვეცოდინება მაშინ ფირცხალავასა და ცააძის მხრიდან დნმ-ის გაცემის პრობლემაც არ არის,“-აცხადებს ნინო ხვიტია.

 

ფირცხალავას სახელი იური ვაზაგაშვილის საქმეში ერთი წლის წინ გამოჩნდა, გამოძიება მაშინ ვარაუდობდა, რომ ვაზაგაშვილის აფეთქების დამკვეთი სწორედ ფირცხალავა იყო, თუმცა გამოძიებისას ეს არ დადგინდა.

 

ამ საქმეზე პოლიციელი გიორგი სოსანაშვილი დააკავეს და ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის სასჯელსაც იხდის. სოსანაშვილმა ბრალი არ აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ბრალდებულის ადვოკატი აცხადებდა, სოსანაშვილს ძალადობრივი მეთოდით სთხოვდნენ ფირცხალავას დასახელებას, ბრალდებულს არ დაუდასტურებია ირაკლი ფირცხალავას მონაწილეობა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში. ერთი წლის წინ ჩატარებული ექსპერტული კვლევისას სოსანაშვილის დნმ-ის კვალი ვაზაგაშილის გარდაცვალების ადგილზე აღმოჩნდა, თუმცა იმავე ექსპერტიზის დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი ირაკლი ფირცხალავას ან გიორგი ცააძის დნმ-ის კვალზე.

 

შესაბამისად, გაურკვეველი რჩება, რა მიზნით მოითხოვა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ პროკურატურამ ფირცხალავასა და ცააძის დნმ-ის ნიმუშები.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !