
ბავშვთა თავშესაფარი, რომელიც არსადაა აღრიცხული და რომლის კედლებს მიღმა შოკისმომგვრელი ამბები ხდება, გასული წლის ბოლოს იაროსლავის ოლქში აღმოაჩინეს.
ამ თემას „ნტვ“-მ სიუჟეტი მიუძღვნა, სადაც აღნიშნა, რომ ბავშვები, რომელთა გამოკითხვაც მოხერხდა, წარსულზე საუბრისას მდიდარ მამაკაცებთან პირისპირ დატოვებას, მათ გარყვნილ ქმედებებსა და სპერმის გემოსაც კი აღწერენ.
თავშესაფარზე გამოკრულია აბრა „გულმოწყალების სათვისტომო“. ის იაროსლავიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. უცხო პირთათვის იქ შესვლა სასტიკად აკრძალულია, ხოლო ორგანიზაცია ოფიციალურად არსადაა რეგისტრირებული. ამ უცნაურ სათვისტომოში 20-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს.
ყველაფერი ჩვეულებრივად გამოიყურება, რომ არა ჯერ გავრცელებული ხმები, ხოლო შემდეგ უკვე რეალური განცხადებებიც იმის თაობაზე, რომ თავშესაფრის მეურვეები მცირეწლოვან ბავშვებს აიძულებენ, არასაბავშვოდა ბინძური სექსუალური თამაშებით დაკავდნენ. რეპორტაჟში ნათქვამია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი მასშტაბური გამოძიება არ დაწყებულა.