ავტოავარიის დროს დაშავებული ერთერთი პაციენტი, რომელიც ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა - ანანო ბუაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ცენტრში ადასტურებენ.
დღეს, ახალი პოლიტიკური ცენტრი - "გირჩის" აღმასრულებელი მდივანი - გოგი მელაძე, გირჩის საბურთალოს რაიონის ორგანიზაციის ხელმძღვანელ - ტატო ჯანაშიასთან და ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მოსახლეობას შეხვდა.
პოლიტოლოგი გია ნოდია აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ივნისის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ეხმიანება და ძირითად ყურადღებას იმ ამომრჩეველზე ამახვილებს, ვისაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე.
23 წლის ახალგაზრდა ბიჭი დააკავეს პანკისის ხეობაში იმის გამო, რომ მან გუშინ "ფეისბუქზე" თბილისში აფეთქების მიმანიშნებელი პოსტი გამოაქვეყნა - ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოზე დაყრდნობით კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება.
იმ ამომრჩეველ6თა რიცხვი, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომელ პარტიას მისცემს ხმას ოქტომბრის არჩევნებში, NDI-ს წინა კვლევასთან შედარებით 10 ერთეულითაა გაზრდილი და 38%-ს შეადგენს. გადაუწყვეტელი არჩევანის მქონეთა რიცხვი თითქმის უცვლელია. ვის მისცემს ხმას, ჯერ არ გადაუწყვეტია 57%-ს.
შეკითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, NDI-ა მიერ გამოკითხული რესპონდენტების 17% პასუხობს, რომ “ქართულ ოცნებას”, 13% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
ვერძი
სხვა დღისთვის გადადეთ უძრავი ქონების შეძენა. საოჯახო საქმეები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. შანსი მოგეცემათ საყვარელ ადამიანთან უსიამოვნებები მშვიდად მოაგვაროთ.
ყავა, შეფუთვის პაკეტზე წარწერით "დამზადებულია აფხაზეთში" ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, ზუგდიდში, ცენტრალურ სუპერმარკეტში, საბითუმო შესყიდვის დახლებზეც იყიდება, - ამის შესახებ "აფხაზეთის ხმას" ზუგდიდიდან აცნობეს.
სტრასბურგში მოსამართლედ ხელისუფლების მიერ ევა გოცირიძის წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს კონკურსის ფინალისტი ანა დოლიძე, რომელმაც კომისიის მხრიდან ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, ამჟამად კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობს. მისი თქმით, საზოგადოება ელოდება პასუხს, რა კრიტერიუმებით შეირჩა ევა გოცირიძე ამ პოზიციაზე ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ.
ორი რესპუბლიკელი მინისტრი - თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ. ორივე მინისტრის თანამდებობა 1 აგვისტოდან ვაკანტური ხდება. თინა ხიდაშელი დღეს კრწანისის სასწავლო ცენტრში აპირებდა განცხადების გაკეთებას, მაგრამ გადაიფიქრა. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო უკვე შეიკრიბა ორი მინისტრის შემცვლელზე მსჯელობის მიზნით.