ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები სიღნაღი - დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ლევან ბეჟაშვილთან ერთად წნორის მოსახლეობას შეხვდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დავით ბაქრაძე და სანდრა რულოვსი დღეს ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგიობრივებს პარტიის ეკონომიკური პროგარამა და სამოქმედო გეგმა გააცნეს, რომლის განხორციელების შემთხვევაში რეგიონში მეტი სამუშაო ადგილების შექმნა გახდება შესაძლებელი.
12 სექტემბერს რადიო „აფხაზეთის ხმამ“ ახალი სეზონი განახლებული ეთერითა და პროგრამებით, ახალი და ძველი, რადიოს სახედ მიჩნეული სახეების ურთიერთშეთავსებით დაიწყო. მსმენელს ელოდება განახლებული ეთერი და გადაცემები, მათ შორის, გამოსასვლელ დღეებშიც.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამავე პარტიიდან დიმიტრი ხუნდაძე, რომლებიც დღეს სოფელ წეროვანის მოსახლეობას შეხვდნენ, უარყოფენ, რომ ოთხი წლის წინ, ამავე სოფელში შეხვედრის დროს ადგილობრივებს კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.
მოსკოვში, მე-12 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად 25 წლის სოპრანო, "მის საქართველო-2010"-ის მონაწილე და "მის ინტელექტის" პრიზიორი - ანა ბუბაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი და საოპერო მომღერალი თამარ იერი ავრცელებენ.
„იმას, რაც კორცხელში გააკეთეს, აქ ვერ გაბედავენ“ - აცხადებდნენ დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ სანდრა რულოვსთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, მაშინ ახალგაზრდების აგრესიულმა ჯგუფმა შეხვედრის ჩაშლა შეძახილებიოთა და სტვენით სცადა.
ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ზუგდიდში ჟურნალისტებთან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, შეხვედრის შემდეგ კი ის ასევე, ხმაურის ფონზე გააცილეს ქალაქიდან. შეძახილებს შორის ფრაზა „წადი“ ყველაზე ხმამაღლა ისმოდა.
"რა პრინციპით შეარჩიეთ კადრები, მაგალითად, მარგველაშვილი, ღარიბაშვილი, ჭიკაიძე, რომელსაც თალიბანი ადამიანი ეგონა, ასევე ის პირები მაჟორიტარობის კანდიდატებად, ვინც მანამდე აფინანსებდნენ "ნაციონალურ მოძრაობას", მაგალითად, ოქრიაშვილი", - ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას შეკითხვა ბიძინა ივანიშვილს.
ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში და პარალელური აქცია, ჯიხაშკარელების განცხადება, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე დღე თბილისში, გაძლიერებული რეიდები და სხვა თემები "ნიუსვოისში", საღამოს რვაზე.
„ნარმანია კარგი მენეჯერია“; „საქართველოს მომავალი ევროპაშია“, „რომ არა სააკაშვილი, 2008 წელს რუსეთი ჯარს ვერ შემოიყვანდა“; „ხეები კი არა, ადამიანებია ჩემი გატაცება“, „ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ არჩევნებზე“ -