მსახიობი, რადიო და ტელე წამყვანი ზურა გორგაძე Facebook ზე სტატუსს აქვეყნებს.
არ გავჩერდები, არ მომერიდება, არ ვუღალატებ !!!
მე მინდა ოჯახში ჩემი ერთადერთი პატარა, ჯანმრთელი იყოს, მე მინდა ისიც სხვა ბავშვებივით დარბოდეს ეზოში, მინდა სკოლიდან გაოფლილმა მოირბინოს თავისი ფეხით, მინდა მასთან ერთად ვირბინო ვისეირნო ვიგიჟო (თუმცა ეს ისედაც არ გვაკლია)....
ყოველ დილით მთხოვს სამსახურში წავიყვანო, მაგრამ არ შემიძლია რადგან მას ინდივიდუალური ყურადღება სჭირდება! მინდა იაროს ფეხბურთზე, ცეკვაზე, კალათბურთზე!!!
ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, ბავშვების ჟრიამული მესმის ფანჯრიდან (გაბრიელის სკოლა ჩვენი საცხოვრებელის გვერდითაა) გული მიწვრილდება როცა წარმოვიდგენ, რომ შესვენებაზე ბავშვები დარბიან, თამაშობენ და ჩემი გაბრიელი მათ მერხიდან შესცქერის თავისი კეთილი თვალებით!
არ გავჩერდები რადგან მე მჯერა! მჯერა იმიტომ რომ მას ჯერა ჩემი!
მე სხვანაირი იმედით მიყურებს, ჯერ კიდევ სულ პატარაობიდან!
მხედავს ეკრანზე, მისმენს რადიოში, ტელევიზორში...
ხვდება, რომ მე შემიძლია, შემიძლია გავაკეთო შეუძლებელიც, რადგან მე მყავს ხალხი, კოლოსალური რაოდენობის ხალხი! საზოგადოება რომელიც მჯერა რომ გვერდში დამიდგება!
მე მჯერა თქვენი!
და მჯერა იმის, რომ თითოეულ თქვენთაგანს ადრე თუ გვიან გადაგიხდით! სიკეთეში გადაგიხდით!
(გთხოვთ სპეკულაციაში არ ჩამომართვათ, ეს ჩემი გულწრფელი ყოველდღიურობაა!)
დღეს გააქტიურდა ნომერი მაგთის (ბალი, ბანი) ბილაინი-ს მომხმარებლებისთვის - 0 901 701 181
ის 1 ლარიც ბევრი იქნება თუ ბევრი ვიქნებით...
(ვგეგმავ სხვა საქველმოქმედო აქტივობებსაც ...მჯერა რომ ყველა გვერდში დამიდგება) (მაპატიეთ სენტიმენტები)
წარმატებულ დღეს გისურვებთ. გაბი
საქ.ბანკი
GE85BG0000000302877900
თიბისი
GE60TB7514736010100001
რესპუბლიკა
GE34BR0000010638169839